კასპში 8 თვის წინ დაკარგულ ზუკა გულაროვს ეძებენ. ის 2025 წლის 12 დეკემბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
“უკვე 8 თვეა, რაც მის მოსაძებნად ყველანაირ გზას ვიყენებთ. ვეძებთ მთელი საქართველოს მასშტაბით აღმოსავლეთ საქართველოშიც და დასავლეთ საქართველოშიც, ვეძებთ ეკლესია-მონასტრებში და სხვადასხვა ადგილას, სადაც შეიძლება ზუკა იმყოფებოდეს, თუმცა ამ დრომდე მისი პოვნა ვერ მოხერხდა.
8 თვე გავიდა და ზუკას ძებნა არ შეწყვეტილა.
დღემდე არ ვიცით, სად არის ზუკა და როგორ მდგომარეობაშია. შეიძლება ვინმემ სადმე ნახა, შეხვდა ან რაიმე ინფორმაცია აქვს, რაც მის პოვნაში დაგვეხმარება. თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაცია შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. უკვე 8 თვეა ვეძებთ ზუკას. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის პოვნაში.“ – წერს 8 თვის წინ გაუჩინარებული ზუკა გულაროვის დედა სოციალურ ქსელში.
