ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს რუსეთის ეკონომიკისათვის გადამწყვეტი ადგილი უკავია, რადგანაც იგი არა მარტო საქართველოს, სომხეთის და თურქეთის ტვირთების გამტარია, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის გავლით რუსეთ/ ბელორუსის და ცენტრალური აზიის მიმართულებით ტვირთნაკადებით მომარაგების ძირითადი არტერია და რუსეთისათვის უმთავრესი სახმელეთო კარიბჭეა – ამის შესახებ საუბარია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ანალიზში.
კვლევაში ცენტრს მოყვანილი ჰყავს სტატისტიკური მონაცემები ინასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობით ტვირთი კვეთს ლარსს ყოველწლიურად და როგორია მისი წილი რუსეთის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში.
„რუსეთის ფედერაციას სახმელეთო საზღვარი 14 სახელმწიფოსთან გააჩნია. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2025 წლის მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე ყველა ტიპის – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო – 314 მოქმედი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს. მათ შორის 107 გამტარი პუნქტი მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი.
