უკრაინის გადაწყვეტილება მულტფილმების წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ კიევის რეჟიმის სიმახინჯეს აჩვენებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ უკრაინამ ომი მულტფილმების წინააღმდეგაც დაიწყო, ალბათ კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის რეჟიმის სიმახინჯეს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ანიმაციურ სერიალ „მაშა და დათვი“ შექმნაში მონაწილეობდნენ.
„სანქციები დაწესდა ხუთი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში. ანიმაცია ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს, რომლებიც შენიღბულია, როგორც ბავშვებისთვის განკუთვნილი შინაარსი და საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ბრძანებულებაში.
