13:09 / 21-08-2026
როგორ იქცა ავტომობილების 26 წლის გამყიდველი ბელგიის პრინცად: მეფის ძმამ უკანონო ვაჟი აღიარა – სენსაციური ისტორიის დეტალები
ბელგიაში ნამდვილი სამეფო სენსაციაა. ყოფილი ავტომოვაჭრე, 26 წლის კლემან ვანდენკერკჰოვი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ბელგიის მეფის, ფილიპეს უმცროსმა ძმამ, 63 წლის პრინცმა ლორანმა ახალგაზრდა შვილად აღიარა და მემკვიდრედ ოფიციალურად გამოაცხადა.
როგორც ირკვევა, აღიარების ცერემონია დაახლოებით ნახევარი წლის წინ, მერიის შენობაში, ჩუმად ჩატარდა, თუმცა მომხდარის შესახებ დეტალები საზოგადოებისთვის ახლახან გახდა ცნობილი.
ახლად გამომცხვარ პრინცს მამის კერძო ქონებაზე ზუსტად ისეთივე მემკვიდრეობითი უფლებები ექნება, როგორიც ლორანის დანარჩენ შვილებს – 20 წლის პრინცესა ლუიზას, 20 წლის პრინც ნიკოლასსა და 19 წლის პრინც ეიმერიკს. განაგრძეთ კითხვა…
