Friday, August 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენი საჭიროების დაახლოებით 20% მოგვყავს და ამის გაყიდვასაც ვერ ვახერხებთ” – რა განმარტებებს აკეთებს ნიკოლოზ ბენიაიძე

August 21, 2026
“ჩვენი საჭიროების დაახლოებით 20% მოგვყავს და ამის გაყიდვასაც ვერ ვახერხებთ” – რა განმარტებებს აკეთებს ნიკოლოზ ბენიაიძე

„მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას და ქვეყანაში შემოტანილ ხორბალზე დროებითი სარკისებური გადასახადი დაწესდეს.

როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტა, ისევე როგორც შემოღებულია გადასახადი ქერზე, ქატოსა და ფქვილზე, საჭიროა ანალოგიური მექანიზმის გამოყენება ხორბალზეც, რათა ადგილობრივი ფერმერები თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩადგნენ.

„აუცილებელია, ამას ყურადღება მიექცეს. როგორც შემოღებულია ქერზე, ქატოსა და ფქვილზე, ისეა საჭირო სარკისებური გადასახადის შემოღება. იმდენით უნდა გაძვირდეს, რომ პურის ფასმა არ მოიმატოს. სადღაც 70-75 თეთრის ფარგლებში რომ იმოძრაოს ღირებულებამ, რომ ფერმერებმა მუშაობა გააგრძელონ.

პური ისედაც ძვირია და შარშან ორჯერ გაძვირდა იმის გამო, რომ ხორბლის ფასმა აპრილ-მაისში წამოიწია. დღეს ფქვილი და ხორბალი გაიაფებულია, პური კი იგივე ფასი ღირს. შესაბამისად, არის ის სივრცე, სადაც ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია“, – აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისივე განმარტებით, შემოტანილ ხორბალზე დროებითი სარკისებური გადასახადის დაწესება ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, საკუთარი მოსავლის რეალიზება შეძლონ.

როგორც ბენიაიძე აღნიშნავს, საუბარია საერთო მოხმარების მხოლოდ 20%-ზე, რასაც რამდენიმეთვიანი რეგულირება სჭირდება, რის შემდეგაც შეზღუდვა მოიხსნება.

„ჩვენი საჭიროების დაახლოებით 20% მოგვყავს და ამის გაყიდვასაც ვერ ვახერხებთ. მთავრობის გადაწყვეტილებაა საჭირო, რომ როგორც ქერზე და ქატოზეა 200-200 ლარი შემოღებული, ხოლო ფქვილზე – 300 ლარი ტონაზე, აქაც დროებით 200-ლარიანი გადასახადი დაწესდეს.

თუ რუსეთიც შემოიღებს მოსაკრებელს, იმ შემთხვევაში ჩვენებმა დააკლონ და დაიწიოს. ეს მიღებული პრაქტიკაა – თურქეთმა გასულ წელს ზუსტად ასე გააკეთა და თავისი ხორბლის ბაზარი დაარეგულირა. ანალოგიურად იქცევა ყველა ქვეყანა: იცავს საკუთარ ბაზარს და ზრუნავს საკუთარ სასურსათო უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნავს „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, აზოვის ზღვის პორტებში ლოჯისტიკური შეფერხებების გამო, რუსეთში მარცვლეულის ფასები ვარდნას განიცდის. ბაზარზე ახალი მოსავლის შემოსვლისა და აზოვის ზღვაში შეზღუდული გადაზიდვების ფონზე, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი მკვეთრად შეფერხებულია. შექმნილი ჭარბი მიწოდების გამო, ადგილობრივი ფერმერები იძულებული არიან, პროდუქცია დაბალ ფასად სახმელეთო ბაზრებზე, მათ შორის, საქართველოში გაყიდონ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “2023 წლის 24 მარტს ხომ აკადრა მამაჩემს, 100 ათას დოლარად მიეყიდე სააკაშვილსო?” – რას წერს ლევან სანიკიძე
  • პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • ცხინვალი ქართულ მხარესთან გადაადგილების გამარტივებას აანონსებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge