გარკვეულმა ჯგუფმა ღარიბაშვილი შეცდომაში შეიყვანა. გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
ირაკლი ზარქუა, რომელიც მუდმივად კეთილგანწყობილი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ამბობს, რომ მისთვის მძიმეა ყოფილი პრემიერის ციხიდან გავრცელებულ განცხადებებზე საუბარი.
მისივე თქმით დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსანი “გარკვეული ჯგუფის მიერ შეცდომაშია შეყვანილი” და გამოძებამ უნდა დაადგინოს, რეალურად რასთან გვაქვს საქმეს.
დაიწყო თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე – ეს ამ ეტაპზე უცნობია.
ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. აქ საქმე გვაქვს რაღაც გარკვეულ ჯგუფთან, ვინც ცდილობს, რომ რაღაც პროვოკაცია ჩამოაგდოს. განსაკუთრებით მენიშნა ოჯახთან დაკავშირებულ უსაფრთხოების თემებზე როცა იყო საუბარი. ვინ ვინ და თვითონ ბატონი ღარიბაშვილიც არის შემოქმედი, იმიტომ რომ ის იყო ჩვენი გუნდის, ქვეყნის ლიდერი, შემოქმედი იმ სახელმწიფოსი, რომელიც ერთად შევქმენით – უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები. და მითუმეტეს ვინ ვინ და მან კარგად უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მითუმეტეს მისი ოჯახის უსაფრთოება და უფლებები. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და მგონია, რომ რაღაც შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მძიმეა ამ თემაზე საუბარი, მტკივნეულია და მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა, რაღაც ჯგუფები, გამოიკვლევენ ალბათ და გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე”, – აცახდებს ირაკლი ზარქუა.
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ციხიდან ახალ წერილი გაავრცელა, რომელშცი წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.
ყოფილი პრემიერმა განაცხადა, რომ ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და “ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს”.
ამასთან, ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“
