Friday, August 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

August 21, 2026
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული სამართლებრივი რეაგირებისა და დაკისრებული ფინანსური სანქციის შედეგად, შპს „ისურვემ“ 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად, მიმდინარე წლის 24 აპრილს შპს „ისურვეს“ დაუდასტურდა უსამართლო კომერციული საქმიანობისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე, მოვაჭრეს დაევალა კანონდარღვევის აღმოფხვრა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა.

„ვინაიდან მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები დადგენილ ვადაში არ შეასრულა, სააგენტომ მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენა და 115 396 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

2026 წლის 19 ივნისს შპს „ისურვეს“ ხელმეორედ დაუდასტურდა კანონდარღვევის ფაქტი, რის საფუძველზეც მოვაჭრეს კვლავ დაევალა სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა.

კანონის თანახმად, მოვაჭრის მიერ დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მას უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობის სანქცია ეკისრება. შესაბამისად, ვალდებულებების კვლავ შეუსრულებლობისა და დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში, შპს „ისურვეს“ გაორმაგებული ფინანსური სანქციის დაკისრება ემუქრებოდა.

მოვაჭრის მიერ ვალდებულებების შესრულება გულისხმობდა მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებასა და შეძენილი ამანათების ჩაბარებას. სააგენტომ თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური კომუნიკაციის საფუძველზე გადაამოწმა და დაადასტურა, რომ მოვაჭრემ მათი დარღვეული უფლებები აღადგინა.

შესაბამისად, შპს „ისურვეს“ მიერ სააგენტოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებები სრულად შესრულდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მკვლელი ნარკოტიკი თბილისში ლარსიდან შემოიტანეს – რუსეთის მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციის დეტალები
  • გორში ქართლის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია
  • თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge