ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“როცა საკუთარი ოჯახის დაცვაზე საუბრობ, ზოგჯერ ის ოჯახებიც უნდა გაიხსენო, რომლებიც შენი ხელით უარეს დღეში ჩავარდნენ. მაგალითად, პატარა ბიჭი, რომელიც აცემინე და მერე ამაზე მეორე პატარა ბიჭს “ეღადავე” იმის იმედით, რომ ჩაგეთვლებოდა…
ბოდიშით უნდა დაიწყო, თუ ითხოვ თანაგრძნობას… ხალხი სულგრძელია და შესაძლოა გითანაგრძნოს კიდეც”- წერს გია ხუხაშვილი.
