Thursday, August 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოზარდის საქმეს იხილავს

August 20, 2026
სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოზარდის საქმეს იხილავს

რუსთავის სასამართლო ბოლო დროის გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს – განსასჯელის სკამზეა არასრულწლოვანი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

16 წლის მოზარდი ბრალდებას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაული სექსუალური ძალადობის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა.

“tv პირველის” ინფორმაციით, მოზარდი გამოძიებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ყვება, რომ რუსთავში მცხოვრები დაახლოებით 50 წლის კაცი მას გაუპატიურებას უპირებდა.

იგივეს ამტკიცებენ არასრულწლოვნის ოჯახის წევრებიც – დედა სახელმწიფოს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, ამბობს, რომ მისი შვილი მსხვერპლია და მას ახლა გვერდში დგომა სჭირდება.

“გაუპატიურების მსხვერპლი გახდა ბავშვი, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა და ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან, ციხეში გამოკეტეს” – ამბობს 16 წლის მოზარდის დედა.

მივმართავ სახელმწიფოს, საზოგადოებას და დედებს – დედებს ვთხოვ გვერდში დამიდგნენ.
ახლა შველა მე მჭირდება. თქვენი დახმარება მჭირდება – ჩემი არასრულწლოვანი შვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. გაუპატიურების მსხვერპლი გახდა ბავშვი და არის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა და ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან ის მისი ინტერესები იქნას დაცული, ციხეში გამოკეტეს. გთხოვთ დახმარებას”, – ამბობს დედა.

დანაშაული რუსთავში ორი თვის წინ, ივნისში მოხდა – არსებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები 15 წლის მოზარდმა ნაქირავებ ბინაში მიაყენა.

ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა, კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსებს მარტო უპატრონოები აღარ მიჰყავთ ჯარში, შეიძლება ყველა წაიყვანონ და ეს არ უნდათ…” – რას ამბობს ნოდარ ხარშილაძე
  • “იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ „მადლობა ღარიბაშვილიც“ კი „ეტლიკინება“ ბიძინას…” – ლევან ხაბეიშვილი
  • “გიორგი ჩიკვაიძე არ გაჩუმებულა, მე მისი თანამებრძოლი ვარ და ვართ ჩართული დიდებულ ბრძოლაში” – ეკა წერეთელი სააკაშვილს პასუხობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge