Thursday, August 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ირანის ეკონომიკა დიდი დოზით ინტეგრირდა საქართველოში, ხელისუფლებას ამ არხების გადაკეტვა გაუჭირდება…” რას ამბობს გია ხუხაშვილი

August 20, 2026
“ირანის ეკონომიკა დიდი დოზით ინტეგრირდა საქართველოში, ხელისუფლებას ამ არხების გადაკეტვა გაუჭირდება…” რას ამბობს გია ხუხაშვილი

გაზრდილი ეკონომიკური კავშირები და ვაჭრობა ირანთან – ექსპერტები იმედოვნებენ, რომ “ქართული ოცნება“ დროულად იმოქმედებს და ჩაკეტავს ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ ირანმა საქართველო და მასთან ეკონომიკური ვაჭრობა სანციებისთვის გვერდის ასავლელად არ გამოიყენოს.

მათი თქმით, ხელისუფლების ვალია, იმ რისკების პრევენცია მოახდინოს, რომელიც ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

უნდა ვივაჭროთ, მაგრამ ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობა, რომელიც ქვეყანას უფრო დიდი რისკის წინაშე აყენებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალია, ამ რისკების პრევენცია მოახდინოს. ის რისკები, რომლებიც ამ პროცესებს თან ახლავს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც პირადპირ ამ მიმართულებით იყო გაფრთხილება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რაიმე ტიპის ეკონომიკურ თანამშრომლობას ახორციელებენ ირანთან და ისინი და ხელს შეუწყობენ თუნდაც ირიბად, სანქციებისგან თავის არიდებაში, – ამბობს პაატა ბაირახტარი.

გია ხუხაშვილის თქმით, ირანის ეკონომიკა საკმაოდ დიდი დოზით ინტეგრირდა ქართულ ეკონომიკაში და ხელისუფლებამ რომც სცადოს, გადაკეტოს ყველა ეს არხი, ძალიან გაუჭირდებათ.

ტრამპმა ფაქტობრივად ოფიციალურად გამოაცხადა ე.წ. მეორადი სანქციები, ირანის ეკონომიკა საკმაოდ დიდი დოზით ინტეგრირდა ქართულ ეკონომიკაში, როგორც თეთრ ნაწილში, ასევე რუხ სქემებში. რისკის ზონა არის ძალიან მაღალი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, ჩვენმა ხელისუფლებამ რომც სცადოს, გადაკეტოს ყველა ეს არხი, ძალიან გაუჭირდებათ, რადგან მეტასტაზებივით არის უკვე მოდებული ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა სისტემებში ეს ირანული სქემები, – ამბობს ხუხაშვილი.

საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოდან ირანში 119 მილიონი დოლარის ღირებულების 6,749 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა – საუბარია იანვარ-ივლისის პერიოდიზე.

შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 7 ავტომობილს შეადგენდა, მისი ღირებულება კი 151 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 78,458%-ით გაიზარდა.

ამ მაჩვენებლით ირანმა პირველად საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ყირგიზეთის და ყაზახეთის შემდეგ.
ცნობისთვის, ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსებს მარტო უპატრონოები აღარ მიჰყავთ ჯარში, შეიძლება ყველა წაიყვანონ და ეს არ უნდათ…” – რას ამბობს ნოდარ ხარშილაძე
  • “იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ „მადლობა ღარიბაშვილიც“ კი „ეტლიკინება“ ბიძინას…” – ლევან ხაბეიშვილი
  • “გიორგი ჩიკვაიძე არ გაჩუმებულა, მე მისი თანამებრძოლი ვარ და ვართ ჩართული დიდებულ ბრძოლაში” – ეკა წერეთელი სააკაშვილს პასუხობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge