ჩინეთში ჰუმანოიდ რობოტებს რეალურ სამუშაო გარემოში ტესტავენ. მანქანები უკვე ასრულებენ დამლაგებლების, სასტუმროს პერსონალისა და ბიბლიოთეკარების მოვალეობებს – ალაგებენ ოთახებს, კეცავენ ტანსაცმელს, მუშაობენ სასტუმროებსა და ბიბლიოთეკებში. ამის შესახებ ავტორიტეტული ტექნოლოგიური გამოცემა Interesting Engineering-ი წერს.
ტესტირება ჰუმანოიდი რობოტების მსოფლიო თამაშების (WHRG) ფარგლებში მიმდინარეობს. ტრადიციული შეჯიბრებებისგან განსხვავებით, აქ რობოტების სიჩქარეს ან სპორტულ მონაცემებს კი არ ამოწმებენ, არამედ იმას, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლიათ იმ სამუშაოს შესრულება, რასაც დღეს ადამიანები აკეთებენ.
დამლაგებლები და დიასახლისები
ერთ-ერთი გამოცდისას რობოტებს უნდა დაელაგებინათ მისაღები ოთახი, დაეკეცათ ტანსაცმელი საძინებელში, გაერეცხათ და გაეფინათ თეთრეული აივანზე. განაგრძეთ კითხვა…
