„მამა, როგორ ხარ? მენატრები ძალიან. ვიცი, ახლა უსაფრთხოდ ხარ მანდ, ბერლინში. ახალი კომპიუტერი მომწონს. ერთი სული მაქვს, როდის გნახავ. აქ ყველაფერი კარგად არის. უკვე, ისე ძალიან მენატრები, შენს ტანსაცმელებს კოცნა დავუწყე…მენატრები, მამა“ – ეს სიტყვები პეტრე გოგაშვილმა დაკავებულ მამას, სოსო გოგაშვილს დაუწერა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილი ნინი გოგაშვილი წელს.
“10 წლის პეტრემ ყველაფერი დაინახა სპეცოპერაციის დღეს. ის რაც ვიდეოში ჩანს, მაგ დროსაც იქ იყო და ამბობს, ჩუმად მინდოდა ვყოფილიყავი, რომ ხამუთებით ხელები ჩემთვისაც არ შეეკრათო…. მამას ზარს ელოდება ყოველდღე და სანამ დაელაპარაკება, წერილი დაუწერა გაუგზავნეთო. წერილში მამას ამშვიდებს და ეუბნება, რომ აქ ყველაფერი კარგადაა და არ ინერვიულოს.… ვინც ეს გაუკეთა ჩემს ოჯახს, თქვენ არც თქვენი შვილები არ გიყვართ და არც თქვენი ოჯახი! მე, თქვენს შვილებსაც არ ვუსურვებ იგივეს გამოცდას, რაც ჩვენ გამოვცადეთ და ზუსტად ამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რომ არ ვართ თქვენნაირი ბოროტები! მჯეროდა ყოველთვის და მჯერა, რომ ღმერთი პასუხს აგებინებს ყველა დამნაშავეს და მამა მალე ჩვენთან იქნება. ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მზად ვარ თქვენთან ბრძოლისთვის მოძალადე ნაძირლებო!” – წერს ნინი გოგაშვილი