Thursday, August 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში რუსების მორიგი შემოსევა დაიწყო…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში

August 20, 2026
რას პასუხობენ მიხეილ სააკაშვილს პარტია “ახალში”

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში რუსების მორიგი შემოსევა დაიწყო. გუშინ ოცი ათასმა რუსმა გადმოკვეთა საზღვარი და აქ დასახლების მიზნით, კიდევ რამდენიმე ათეული ათასია საზღვარს მომდგარი, სულ მოსალოდნელია 200 ათასზე მეტი. ეს იმის დამატებით, რომ აქ უკვე ივანიშვილმა 120 ათასი დაამკვიდრა.
ის რომ ეს ხალხი ძირითადად პუტინის დაგეგმილ მობილიზაციას გაურბის, სრულიად არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. თითოეული მათგანი წარმოადგენს სასიკვდილო საფრთხეს, ყოველი ქართველის უსაფრთხოების და მომავლისთვის შემდეგი მიზეზების გამო:
1) მათ არავინ ფილტრავს და ამ ხალხში არის ბევრი აგენტი და დივერსანტი გამორეული.
2) რუსების 99% იმპერიალისტია, რომელიც ყველა ხალხს უყურებს ზემოდან. ქართველებს კი განსაკუთრებით ზემოდან უყურებს, მიაჩნია რომ ჩვენ დაბადებული ვართ რუსის მომსახურებისთვის და გასართობად.
3) რუსეთი იყენებს რუსების რომელიმე ქვეყანაში ყოფნას იმ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის. ცხინვალში და აფხაზეთში შემოიჭრა რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით. ახლა რუსების მთავარი კონტინგენტი თბილისში და ბათუმშია.
4) რუსები ქართველებს ართმევენ ბიზნესებს და მთელ ქალაქებს. 2004 წელს რუსული კონტროლისგან გამოგლეჯილი ბათუმი, ისევ ფაქტობრივად რუსებმა მიიტაცეს.
5) ივანიშვილი მიესალმება რუსების შემოსევას, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დავალებას ასრულებს და რუსების გარემო მისთვის მშობლიურია და რაც მთავარია ძალიან ბევრ ფულს აკეთებს ბეტონის კორპუსების მიყიდვით და საბანკო მაფიის გამდიდრებით.
ამის გარდა ის თანდათან საქართველოს მოქალაქეობას აძლევს მტრული სახელმწიფოს მოქალაქეებს და იმ პირობებში, რომ უცხოეთში იძულებით წასულ მოქალაქეებს ხმის უფლება წართვა, აბეტონებს აქ საკუთარ მმართველობას რუსული ელექტორალური რესურსით.
ისე რომ წარმოვიდგინოთ აფხაზების რაოდენობა აფხაზეთში მხოლოდ 50-55 ათასია და თბილისში და ბათუმში უკვე 120 ათასი დამკვიდრებული რუსი გვყავს.
იმისთვის რომ მივხვდეთ თუ რამდენად საშიშია რუსების ჩამოსახლება, უნდა შევხედოთ ბალტიის ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც დღემდე ვერ მოახერხეს მრავალი ათეული წლის წინ ჩამოსახლებულების ინტეგრაცია და ისინი დღემდე დიდ საფრთხეს უქმნიან მათ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას.
საქართველო დაუყოვნებლივ სასიკვდილო საფრთხეშია და ამ დროს ოპოზიციის დიდი ნაწილს სძინავს და თავისი საყვარელი საქმით – ჩემთან ბრძოლითაა დაკავებული. სასწრაფოდ უნდა გავიღვიძოთ, ვინაიდან რეალთაიმში აი ახლა ვკარგავთ სამშობლოს და უნდა დავირაზმოთ, ვიმოქმედოთ, არ დავნებდეთ, გავიმარჯვოთ. რუსებს კი უნდა ვუთხრათ Россияне-Грузия не ваш дом, Россияне здесь вам не рады.
Россияне-идите домой!” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ირანის ეკონომიკა დიდი დოზით ინტეგრირდა საქართველოში, ხელისუფლებას ამ არხების გადაკეტვა გაუჭირდება…” რას ამბობს გია ხუხაშვილი
  • მოკლული კაცის ცხედარი დაბეტონებული იპოვეს
  • ჩინეთში რობოტები ადამიანების ჩანაცვლებას იწყებენ – რომელ პროფესიებს ემუქრება გაქრობა?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge