Thursday, August 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

August 20, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურები რუსების დარტყმების ადგილებზე მუშაობას განაგრძობენ. ეს მასშტაბური თავდასხმა იყო, რომლისთვისაც რუსები დიდხანს ემზადებოდნენ სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების კომბინირებით, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, რუსების იერიშის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 12 ადამიანი, ხოლო კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა. ასევე, თავდასხმის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაარტყეს, ხოლო ჩერნიგოვის ოლქში ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას.

„სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც მოსკოვი ბალისტიკურ რაკეტებსა და ესკალაციაში ინვესტიციას დებს, მსგავს თავდასხმებს ყოველთვის არ მოჰყვება მსოფლიოსგან სათანადო რეაქცია. ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს. ჩვენ Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები ყოველდღიურად გვჭირდება. ყოველი დამატებითი რაკეტა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ინარჩუნებს. მადლობა ყველას, ვინც დახმარების გზებს ეძებს და პოულობს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
  • “რაღა ბრეჟნევის ეპოქის გოსკინო და რაღა დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული კინოცენტრი” – გოგი გვახარია
  • ივლისში ივნისთან შედარებით, სამწლიან პერიოდზე, ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge