წიგნების შემდეგ ცენზურა კინოში – რეჟისორი უტა ბერიას თქმით, კინოცენტრმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენების ჩაშლა სცადა.
როგორც რეჟისორი სოციალურ ქსელში წერს, 2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმის წარმოების პროცესში არ გასცა და მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.
კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება – წერს უტა ბერაია.
მადლობას გიხდით ყველას მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის.
ერთი სული მაქვს როდის დადგება დღე როცა ქართველი მაყურებელი ნახავს ფილმს.
“ცრემლსადენ გაზზე” მუშაობის პროცესი ძალიან რთული, ხანგრძლივი და საინტერესო იყო. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, მათი თავდაუზოგავი ძალისხმევის გარეშე ეს ფილმი ვერ შედგებოდა.
2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა წარმოების პროცესში მყოფებს არ მოგვცა, მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.
ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება და ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება.
შემდეგ გაირკვა, რომ მათ ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა.
სამწუხაროა რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ხელს უნდა უწყობდეს ქართული კინოს განვითარებას, საპირისპიროს აკეთებს.
ჯერ ეცადნენ რომ ფილმი ვერ დამესრულებინა და ახლა ცდილობენ ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს.
ჩემი კოლეგების უმრავლესობას დღეს ფილმების გადაღების შესაძლებლობა არ აქვს, ოკმელა და ანდრო ისევ ციხეში სხედან უსამართლოდ! ამ დროს ინსტიტუციას რომელიც ქართულ კინოს მხარს უნდა უჭერდეს, მართავენ ადამიანები რომლებმაც ცენზორის როლი მოირგეს!
ხელოვნება ჩვენგან საკუთარი თავის ბოლომდე მიძღვნას ითხოვს, სხვანაირად არ გამოდის. ასობით ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, ვერ აკეთებს დღეს თავის საყვარელ საქმეს და როცა ქართული კინო საფრთხეშია ეს ნიშნავს რომ საფრთხეშია ყველა ადამიანი ვინც ამ ხელოვნებას თავი მიუძღვნა”.- წერს უტა ბერაია.
