განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს “შიდა კლანური დაპირისპირებაა”.
ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, ადგილი აქვს ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის კლანებს შორის დაპირისპირებას, “ოღონდ ამ ყველაფერს მართავს ივანიშვილი”.
მისივე თქმით, ღარიბაშვილი არ არის მსხვერპლი, რადგან ის “უშუალოდ მონაწილეობდა იმ ავტოკრატიული მოდელის შექმნაში, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს”.
|რაც შეეხება ღარიბაშვილის ირგვლივ ატეხილ ამ ხმაურს და აი ამ განცხადებებს, ეს რამდენიმე საკითხად შეიძლება რომ ჩვენ გავყოთ: პირველი, ღარიბაშვილი არ არის მსხვერპლი – ეს არის პიროვნება, რომელიც ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, უშუალოდ მონაწილეობდა იმ ავტოკრატიული მოდელის შექმნაში, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს და ის უწყობდა ხელს ბიძინა ივანიშვილს შეექმნა ესეთი მოდელი და მეორე, თუ რამე ხდება, მერწმუნეთ, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება ღარიბაშვილის კლანსა და კობახიძის კლანს შორის.
აი ეს არის საინტერესო, არანაირი ივანიშვილის გვერდის ავლით. დიდ სურათში რომ შევხედოთ, ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, სადაც ივანიშვილი არის რეჟისორი, დანარჩენი ეს ფიგურები არიან მონაწილეები და სხვადასხვა როლი აქვთ მორგებული.
შიდა კლანური დაპირისპირებაა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი წლების განმავლობაში მართავდა ხელისუფლებას და ღარიბაშვილის ქოლგის ქვეშ ის უზარმაზარი კლანი, რომელიც საქართველოში შეიქმნა და არსებობდა, ამ ხალხს მოაკლდა ფინანსური რესურსი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან იღებდნენ და შესაბამისად დაიწყო, მათ შორის მდინარაძის დანიშვნა რეგიონული განვითარების მინისტრად, თუ რაც ჰქვია მაგ სამინისტროს, ესეც არ არის დროებით იმიტომ, რომ ყველაზე დიდი კორუფციული სქემები და ყველაზე დიდი გარღვევა არის რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, მერიებში და გამგეობებში, შესაბამისად აქ ვერ იტყვის კობახიძე, რომ რეგიონებში მისი ხალხი არის და მისი კლანის მმართველობა აკონტროლებს მთლიანად ამ ვერტიკალს, იქ არიან ღარიბაშვილის წევრებიც, ლილუაშვილის. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, ოღონდ ამ ყველაფერს მართავს ივანიშვილი,” – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
