Wednesday, August 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ გავთავისუფლდეთ წინაპრებისგან გადმოცემული „ნეგატიური გენეტიკური მეხსიერებისგან – ეზოთერიკოსის პრაქტიკა

August 19, 2026
როგორ გავთავისუფლდეთ წინაპრებისგან გადმოცემული „ნეგატიური გენეტიკური მეხსიერებისგან – ეზოთერიკოსის პრაქტიკა

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში ე.წ. „საგვარეულო სცენარებზე“ წერს და გამომწერებს უზიარებს რჩევებს, როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან ის ნეგატიური პროგრამები, რომლებიც, მისი თქმით, წინაპრებისგან გადმოგვეცემა.

იოსელიანის განმარტებით, ბევრ ადამიანს ჰქონია მომენტი, როდესაც საკუთარ თავს პირობას აძლევს, რომ მშობლების ან წინაპრების შეცდომებს აღარ გაიმეორებს. მაგალითად – ამბობს, რომ არასოდეს მოითმენს იმ ურთიერთობას, რასაც დედა ითმენდა, ან ფულთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას ააწყობს. თუმცა, წლების შემდეგ ხშირად აღმოჩნდება, რომ მიუხედავად გარეგნული ცვლილებებისა, ცხოვრების სცენარი მაინც იგივე რჩება – მეორდება ტოქსიკური ურთიერთობები, ფინანსური პრობლემები ან მარტოობის განცდა.

როგორც თამუნა იოსელიანი აღნიშნავს, ასეთ მოვლენას „საგვარეულო სცენარი“ ეწოდება, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ტრანსგენერაციული ტრავმისა და გენეტიკური მეხსიერების კონცეფციას.

მისი თქმით, ეპიგენეტიკის მიხედვით, წინაპრების მძიმე გამოცდილებამ – მაგალითად, შიმშილმა, ომმა ან ძლიერმა შიშმა – შესაძლოა გავლენა მოახდინოს გენების მუშაობაზე. შედეგად კი, „გადარჩენაზე ორიენტირებული“ ფსიქოლოგიური პროგრამები მომდევნო თაობებშიც გადადის.

ამიტომ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს შედარებით უსაფრთხო და უზრუნველყოფილ გარემოში, თუმცა შინაგანად მუდმივ შფოთვას გრძნობდეს, მაგალითად – მუდმივად აგროვებდეს ფულს, ეშინოდეს წარმატების ან ცდილობდეს ზედმეტად არ გამოირჩეოდეს.

იოსელიანი ასევე საუბრობს „საგვარეულო ლოიალურობის“ ცნებაზე. მისი თქმით, ხშირად ბავშვი ქვეცნობიერად ცდილობს მშობლის ბედის გამეორებას, რათა მასთან კავშირი შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ ადამიანები ზოგჯერ წინაპრების წარუმატებლობებსაც იმეორებენ, რადგან შინაგანად ფიქრობენ, რომ სხვაგვარად მათ „ღალატობენ“.

ეზოთერიკოსის თქმით, არსებობს ნიშნები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ადამიანის გარკვეული სურვილები ან შიშები რეალურად მისი არ არის. ასეთ ნიშნებად ის ასახელებს ირაციონალურ შიშებს, ცხოვრებისეულ სიტუაციებში ერთსა და იმავე შეცდომების გამეორებას, ასევე შინაგან სიმძიმესა და ვალდებულების შეგრძნებას, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც „უნდა“ გააკეთოს, თუმცა ამას სიხარული არ მოაქვს.

თამუნა იოსელიანი გამომწერებს ერთგვარ პრაქტიკასაც სთავაზობს, რომელსაც „ბედის დაბრუნებას“ უწოდებს. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს წინაპრებთან კავშირის გაწყვეტას, არამედ მათ ემოციურ ტვირთზე უარის თქმას.

პრაქტიკის ფარგლებში ის ადამიანებს ურჩევს, სიჩუმეში დახუჭონ თვალები და წარმოიდგინონ საკუთარი მშობლები და წინაპრები. შემდეგ გააცნობიერონ ის შიში, ტკივილი ან პრობლემა, რომელიც ცხოვრებაში ხელს უშლით, წარმოიდგინონ იგი მძიმე საგნის სახით და გაარკვიონ, ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს ემოციური ტვირთი.

შემდეგ კი, სიმბოლურად „დაუბრუნონ“ ეს ტვირთი შესაბამის წინაპარს და საკუთარ თავს მისგან გათავისუფლების უფლება მისცენ.

იოსელიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინაპრების პატივისცემა მათთან ერთად ტანჯვას არ ნიშნავს. მისი თქმით, მათი გამოცდილების პატივისცემის საუკეთესო გზა არის ის, რომ მომდევნო თაობამ ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართული საზამთროს და ნესვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის მამის, გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge