Wednesday, August 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას ბენზინის ჩასასხმელად კილომეტრიან რიგებში უწევს დგომა

August 19, 2026
ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას ბენზინის ჩასასხმელად კილომეტრიან რიგებში უწევს დგომა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 680 ტონა ბენზინის გაგზავნის შემდეგაც კი მოქალაქეებს საწვავი არ აქვთ. გალის მოსახლეობას ბენზინის ჩასასხმელად საათობით კილომეტრიან რიგებში უწევს დგომა.

ამასთან, ირკვევა, რომ მოქალაქეებისთვის დაწესებულია ერთ ჯერზე ბენზინის ჩასხმის გარკვეული ლიმიტიც.

პარალელურად, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით ხსნის, ირკვევა, რომ ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს – ერთ ადამიანს მაქსიმუმ 20 ლიტრამდე ბენზინის გადატანის უფლება აქვს.

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში საწვავის შეტანა უკვე დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, მიწოდება კერძო კომპანიებმა განახორციელეს და ხელისუფლება ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ რუსეთის ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო საწვავის „ალტერნატიული წყაროებიდან“ მიღების გადაწყვეტილება მიიღეს და ერთ-ერთ ასეთ წყაროდ საქართველოს ტერიტორია გამოიყენეს.

ამ ფონზე, ირკვევა, რომ სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი შესაძლოა, ფსოუს გავლით რუსეთში გადიოდეს – ამის შესახებ აფხაზურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ. საწვავის მწვავე დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ აღწევს და კითხულობენ, სად მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის მამის, გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა
  • ავარია ქუთაისში – რა ვითარებაა ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge