შიო III-მ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა. შიო მესამემ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოდან გაგზავნილ სასულიერო პირს საკუთრი ხალხის და ქრისტეს ეკლესიისადმი თავდადებული სიყვარულის ჭეშმარიტი მაგალითი უწოდა.
საქართველოს პატრიარქის მილოცვის ტექსტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს.
მიტროპოლიტ ონოფრეს, 2025 წელს უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინული უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მას კავშირი აქვს მოსკოვის საპატრიარქოსთან და შეგნებულად ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის კანონიკურ დამოუკიდებლობას.
