“დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია. ვინ ხარ? რა ხდება?“ – წერს 12 წლის წინ დაკარგული გურამ
დადიანიძის ბიძაშვილი, ანი დადიანიძე სოციალურ ქსელში და მიმოწერის სქრინს აქვეყნებს.
გასულ ღამეს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა:
💬 “მოვიდა დრო” [ასევე ითარგმნება, როგორც: “ჩვენს დრომდე”, “წამოვიდა დროზე”]. ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია. დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
