ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ.
სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა, – უთხრეს „პირველებს “ მდინარაძის პრესამსახურში.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. მან დაწერა, რომ უფრო ვრცელ განცხადებას ამაზე 18 აგვისტოს გამოაქვეყნებდა.
დღევანდელ განცხადებაში კი წერილის გამგზავნად ღარიბაშვილმა მამუკა მდინარაძე დაასახელა და დაწერა, რომ იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოსთხოვა.
ექსპრემიერი ამბობს, რომ ეს იყო „წითელი ხაზი“ და დასძენს: „რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“.
