“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ პატიმარი ღარიბაშვილი თეორიულადაც კი მათთვის შესაძლოა სახიფათო იყოს და სწორედ ეს ჩანს, მისი წერილიდანაც.
ინაშვილის თქმით, მისი სახელის ხსენება წერილში კობახიძის მხრიდან მიზანმიმართულად მოხდა, რათა ბიძინა ივანიშვილს ჩააწვეთოს, რომ ინაშვილის უკან ვითომ ირაკლი ღარიბაშვილი დგას.
“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილი მომწიფებულია იმისთვის, რომ კობახიძე მიაბრძანოს დაკავებული თანამდებობიდან და მოუწოდებს, რომ ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს.
თეორიულადაც კი, თუნდაც პატიმარი ღარიბაშვილი, მათთვის შეიძლება იყოს სახიფათო, ეს ჩანს ამ წერილიდან. ეს ყვეალფერი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კეთდება. იმდენი რამე გააფუჭა კობახიძემ, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, რომ ივანიშვილი მომწიფებულია იმისთვის, რომ კობახიძე მიაბრძანოს დაკავებული თანამდებობიდან. ამ ფონზე, კიდევ დროს პოულობს იმისთვის, რომ ივანიშვილს უჩურჩულებდეს, ჩემზე, რომ აი, მე კი არა, ჩვენ კი არა, ირმა ინაშვილი აგერ და სწორედ ამიტომ გაჩნდა ჩემი გვარი აქ. ირაკლი ღარიბაშვილი უდგას ზურგსუკან, ეს არის სამარცხვინო ტყუილი, მე თუ დაცვა მინდა ადამიანის, ამას საჯაროდ ვაკეთებ, არავისი არ მეშინია, ისე დავიცავ. თუ დასაცავი არ არის, არც არაფერი კამპანიის წარმოება არ მჭირდება. არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არ დამიგეგმავს, მაგრამ ეს ჩააწვეთეს ბიძინა ივანიშვილს. მინდა, ვუთხრა კობახიძეს, რომ აღარ სჯერა ივანიშვილის შენი ჩაწოდებული და დაბეზღებული დეზინფორმაციის და ტყუილის. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ივანიშვილი ბოლოს და ბოლოს გაიაზრებს, რა ჩიხშია დღეს ქვეყანა შესული და გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ რაღაც შეიცვალოს. არ შეიძლება ამხელა აგრესიის ზიზღის ქვეშ ცხოვრობდეს ქვეყანა. ეს უნდა დამთავრდეს. პოლიტიკას უნდა ერქვას პოლიტიკა, პოლიტიკურ პროცესს ინტრიგანობა და მამაძაღლობა კი არა, არამედ პოლიტიკური პროცესი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, კობახიძე რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ, დაასვენონ”, – ამბობს ირმა ინაშვილი.
