რადიკალური ჯგუფების მიერ გავრცელებული თეზისი იმის შესახებ, თითქოს ეროვნულ იდენტობაზე, ისტორიულ მეხსიერებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა არის „პრაგმატული ფასი“ დაჩქარებული ევროინტეგრაციისთვის, ღრმა შეცდომას წარმოადგენს. მსგავსი მიდგომა სუვერენულ განვითარებას ბანალური კაპიტულაციით ანაცვლებს და სახელმწიფოს ინსტიტუციურ საფუძვლებს აუფასურებს, – წერს„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე განცხადებით, საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ სხვა პრინციპს ეფუძნება და მთავარი აქცენტი ადამიანებს შორის კავშირების აღდგენაზე, ჰუმანიტარულ დახმარებასა და გრძელვადიან შერიგებაზე კეთდება.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამ სტრატეგიის საპირისპიროა ოპოზიციის ნაწილის მოწოდებები „ბალასტის ჩამოშორებისა“ და პოზიციების დათმობის შესახებ, რაც, მისი შეფასებით, საბოლოოდ საკუთარი მოქალაქეებისა და ტერიტორიების მიმართ უარის თქმას ნიშნავს. განაგრძეთ კითხვა
