გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში განმარტებულია, რომ გადასახური მასალა არის მაღალტექნოლოგიური ქსოვილი, რომელიც სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, ასევე, კომიტეტის განცხადებით, უსაფუძვლოა მტკიცებები, თითქოს ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს, ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიდის კონსერვაციის პროცესი
კომიტეტის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს.
კომიტეტი „კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფს“ მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისაგან.
„განცხადება გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიასა და რეალურ ფაქტებზე
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ ცნობებს გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე. სამწუხაროდ, ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს. საზოგადოებისადმი პატივისცემისა და სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოგიდგენთ დეტალურ განმარტებებს გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
განაგრძეთ კითხვა
