მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზე ნარჩუნდება.
Gold Price-ს მონაცემებით, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 376 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.31%-ით მოიმატა.
ვერცხლს რაც შეეხება, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 64.7 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.16%-ით კლებას აჩვენებს.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 322 ლარია, 750 სინჯის – 242 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 189 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 4.07 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 3.56 ლარი ღირს.
