ავტომობილის შეკეთება და რეცხვა, მობილური ტელეფონის შეკეთება – ეს იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა.
ზოგადად კი, გასულ თვეს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებითვე, ივლისში საბაზო ინფლაცია 3.8% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია – 3.5%.
„ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ მომსახურებებს, რომელიც 2026 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
ავტომობილის შეკეთება – 25.5%
მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება – 22.08%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 21.12%
მობილური ტელეფონის შეკეთება – 16.09%
ქალის თმის დავარცხნა – 15.08%
მღებავის მომსახურება – 15.06%
მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება – 14.10%
სანტექნიკოსის მომსახურება – 14.07%
მამაკაცის თმის შეჭრა – 14.06%
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 12%
