Saturday, August 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია სად და როდის დაკრძალავენ ბადრი ვადაჭკორიას

August 15, 2026
ცნობილია სად და როდის დაკრძალავენ ბადრი ვადაჭკორიას

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი გახდა სად და როდის დაკრძალავენ ფოტორეპორტიორს, ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

„ბევრი მეხმიანება ბადრის პანაშვიდებსა და დაკრძალვასთან დაკავშირებით და გაგაცნობთ ოჯახის განცხადებას:

ბადრი ვადაჭკორიას პანაშვიდები გაიმართება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში (ჭავჭავაძის 33, მე-9 საავადმყოფოს ეზო) 16 და 17 აგვისტოს 17:00 საათიდან

გამოსვენება 18 აგვისტოს 14:00 საათზე

დაკრძალვა საბურთალოს სასაფლაოზე“, – წერს გოგა ჩანადირი.

ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად 1971 წლიდან მუშაობდა. იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002).

გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. იყო საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

ასევე იგი იყო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005). ბადრი ვადაჭკორია იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბოლო 3 თვეში ევროკავშირში უნებართვოდ მყოფი საქართველოს 719 მოქალაქე დააბრუნეს
  • მომსახურებები, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა
  • ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა, ქირა გაიაფდა – როგორია ფასები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge