ომის დაწყებიდან 18 წლისთავზე „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პირით რუსოფობიაზე საუბრობს, როგორც საქართველოს მთავარ პრობლემაზე – ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის წაგრძელებული ხელი, ხოლო ირაკლი კობახიძე რუსეთის მოლაპარაკე პირი, – ამის შესახებ გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ქვეყანაში „რუსოფობიის“ პრობლემას შეეხებოდა გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით რუსეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია აგრძელებს.
„ომის დაწყებიდან 18 წლისთავზე „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პირით რუსოფობიაზე საუბრობს, როგორც საქართველოს მთავარ პრობლემაზე. რუსოფობიაზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივითაც, რუსეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს, რასაც პუტინის რუსეთის ფაშისტური ფედერაცია დღესაც აგრძელებს. ამ ტყუილის სინამდვილედ გასაღების პროპაგანდაში, როგორც ჩანს ჩართული ყოფილა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი „ფეისბუქის“ გვერდები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის წაგრძელებული ხელი, ხოლო ირაკლი კობახიძე რუსეთის მოლაპარაკე პირი“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
