Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენ გვძულს პუტინისტები იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი სამშობლოს ერთადერთი მტრები დედამიწაზე” – რას აცხადებს ნიკა გვარამია

August 14, 2026
“უამრავ მორწმუნეს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის…ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ” – ნიკა გვარამია

“არ არსებობს „რუსოფობია“ საქართველოში, არსებობს მტრის სიძულვილი, რაც სასიხარულო ამბავია, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, არ შეიძლება მტერი არ გძულდეს! – ჩვენ გვძულს პუტინისტები იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი სამშობლოს ერთადერთი მტრები დედამიწაზე,” – ასე აფასებს ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ქვეყანაში „რუსოფობიის“ პრობლემას შეეხება.

მისი თქმით, „ირაკლი კობახიძე და ივანიშვილის რეჟიმი ემზადება ევროკავშირისგან მორიგი გამიჯვნისთვის. ოღონდ ამ ვითარებაში უკვე ფონი იქნება იმგვარი, რომ რუსეთთან დაკავშირებით გადადგამენ რაიმე კეთილგანწყობილ ნაბიჯებს“.

„ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს განსხვავებული წარმოდგენა არ მქონია ამ ხელისუფლებაზე და მათ პრორუსულ ხელისუფლებად მივიჩნევ, რომ განსაკუთრებით გამძაფრებულია რუსეთთან მიმართებით პრორუსული პოლიტიკა და მიზეზების ძიება, თუ როგორ წავიდნენ რუსეთისკენ.

ეს სულელური „რუსოფობიის“ ამბავიც აქედან არის. ქართველებს რუსოფობია კი არ ჭირს, ეთნიკურობის გამო კი არ სძულთ რუსები? ანტიპუტინისტი რუსები, კი არ გვძულს – პირიქით, ჩვენ ვატარებთ აქციებს, რომ ანტიპუტინისტი რუსები აქ შემოუშვან და ეს ხელისუფლება არ უშვებს, სწორედ საზღვრიდან უკან აბრუნებს! ჩვენ გვძულს პუტინისტები! იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი სამშობლოს ერთადერთი მტრები დედამიწაზე. სხვა მტრები ჩვენ არ გვყავს. დიახ, ამათ მიმართ ჩვენ ფობია გვაქვს, მაგრამ არა ეთნიკური რუსების მიმართ.

არ არსებობს „რუსოფობია“ საქართველოში, არსებობს მტრის სიძულვილი, რაც სასიხარულო ამბავია, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, არ შეიძლება მტერი არ გძულდეს! ეს სამშობლოს დაცვის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვენ არ გვძულს რუსები იმიტომ, რომ ისინი ეროვნებით რუსები არიან. ჩვენ გვძულს რუსები იმიტომ, ის რუსები, რომლებიც არიან პუტინისტები და მიმდინარე ოკუპაციას მხარს უჭერენ! აი, ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისთვის, რომ ფონი შეიქმნას, თუ როგორ ცუდები ვართ ქართველები და როგორ არ იმსახურებენ რუსები ამას. მერე ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ალბათ, ყველამ ერთად. ხომ თქვეს უკვე, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ?

წარმოდგენის შექმნა უნდათ, რომ ბევრნი არიან ისეთები, ვინც საწყალ და შევიწროებულ რუსებს იცავს. ამგვარი სამარცხვინო რამ არ გაუკეთებია არავის, არც ვარდიკო ნადიბაიძეს, რომელიც რუსი გენერალი იყო, საქართველოს თავდაცვის მინისტრი“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე ისაუბრა. მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარი „რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღრმავებას მიესალმებოდნენ“.

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.

არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია“, – დაწერა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინდა გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში ჩვენ გარშემო ატეხილ ამბებს…” – რას ამბობს ნინო სუხიშვილი
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში – განახლებული პროგნოზი
  • რა ქონებით დატოვა თანამდებობა ოზურგეთის მერმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge