Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” საქართველოს მართავს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელსაც არ აქვს არანაირი ინტერესი, დაიცვას სუვერენიტეტი და ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაოს იმაზე, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა” – რას ამბობს თამარ კეკენაძე

August 14, 2026
” საქართველოს მართავს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელსაც არ აქვს არანაირი ინტერესი, დაიცვას სუვერენიტეტი და ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაოს იმაზე, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა” – რას ამბობს თამარ კეკენაძე

თამარ კეკენაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადება იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა.

როგორც მან განაცხადა, „განსაკუთრებით ბოლო ორი წელია ჩანს, საკუთარი უგუნური მოქმედებებით როგორც აზიანებს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.

„გია ბარამიძის განცხადება იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა. ეს იყო ძალიან დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ეს გასაკვირიც არ არის, რეალურად ვუყურებთ როგორ აზიანებს მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“ საკუთარი უგუნური მოქმედებებით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ზოგადად, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია როგორ მოქმედებს, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ასევე ვგულისხმობ არჩევნების ბოიკოტს, რამაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერა „ქართული ოცნების“ რეჟიმი.

მიუხედავად იმისა, რას აკეთებს ერთი უგუნური ოპოზიციური პარტია, აქ მთავარი პასუხისმგებლობა არის „ქართულ ოცნებაზე“. დღეს ის მართავს საქართველოს და მისი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ ასე მხდალად არ დუმდეს ანექსიურ პროცესებსა და მაქსიმალურად იცავდეს საქართველოს ინტერესებს, მათ შორის, ჟენევაში და იმ რეალობაში, როდესაც ნაცვლად ყოველდღიური ინტერესების დაცვისა, თვითონ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ინტერესები დაზიანდეს. ჩვენი მეგობრების ძალისხმევის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეჟიმის და მათ შორის კობახიძის ეს ძალიან მძიმე განცხადებები, რომელსაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვუსმენდით, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი და თურმე ჩვენი პარტნიორები არიან ამ ყველაფრის ხელშემწყობი, ამ ყველაფერს იყენებს ოკუპანტი რეჟიმი, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მართავს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელსაც არ აქვს არანაირი ინტერესი, დაიცვას სუვერენიტეტი და ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაოს იმაზე, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა.

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მართავს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელსაც არ აქვს არანაირი ინტერესი, რომ გაატაროს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები, დაიცვას ჩვენი სუვერენიტეტი და ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაოს იმაზე, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა. ამაზე ჩვენი პარტნიორები უფრო ზრუნავენ. რამდენიმე დღის წინ, როდესაც სოხუმში რუმინულმა მუსიკალურმა ჯგუფმა ჩაატარა კონცერტი, თვითონ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან მკაცრად გამოეხმაურა ამ ყველაფერს და დაგმო ეს ფაქტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ გვინახავს. ეს არის მარტივი მაგალითი, როგორ არ აინტერესებს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ასე ვუყურებთ. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ პარტნიორებთან იმაზე, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ რეჟიმის ყოველდღიური მცდელობებისა, მაქსიმალურად იზოლაციაში მოაქციოს საქართველო, ისინი კვლავ აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას“,- განაცხადა თამარ კეკენაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“. „არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ”, ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, – განაცხადა ბარამიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინდა გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში ჩვენ გარშემო ატეხილ ამბებს…” – რას ამბობს ნინო სუხიშვილი
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში – განახლებული პროგნოზი
  • რა ქონებით დატოვა თანამდებობა ოზურგეთის მერმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge