Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შთამბეჭდავი შედეგი ტვინის ყველაზე აგრესიული კიბოს მკურნალობაში

August 14, 2026
შთამბეჭდავი შედეგი ტვინის ყველაზე აგრესიული კიბოს მკურნალობაში

მეცნიერებმა ტვინის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კიბოს -გლიობლასტომის მკურნალობის მიმართულებით შესაძლოა მნიშვნელოვანი წინსვლა მიაღწიონ. ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას გამოიყენა შაქრით დაფარული ნანონაწილაკები, რომლებმაც სიმსივნის წინააღმდეგ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.

გლიობლასტომის მკურნალობა განსაკუთრებით რთულია. ქირურგიული ჩარევის, სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის მიუხედავად, დაავადების პროგნოზი ხშირად მძიმეა.

მკვლევრების მიერ შემუშავებული მეთოდი ნანონაწილაკებს სისხლ-ტვინის ბარიერის გადალახვასა და სიმსივნურ ქსოვილამდე მიღწევაში ეხმარება. ამისთვის მეცნიერებმა ნანონაწილაკების ზედაპირი მანოზით (შაქრის ერთ-ერთი სახეობით) დაფარეს.

ექსპერიმენტის დროს აღმოჩნდა, რომ შაქრით დაფარულმა ნანონაწილაკებმა თავის ტვინში დაახლოებით 9,9-ჯერ უფრო ეფექტიანად შეაღწიეს, ვიდრე დაუფარავმა ნაწილაკებმა.

ნანონაწილაკები სიმსივნურ ქსოვილში გროვდებოდა და მასში mRNA-ს გენეტიკური ინსტრუქციის მიწოდებას უზრუნველყოფდა. ეს ინსტრუქცია კიბოს უჯრედებს სიმსივნის დამთრგუნველი ცილის, PTEN-ის, გამომუშავებისკენ უბიძგებდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, 28 დღის შემდეგ, არანამკურნალევ თაგვებში სიმსივნე ტვინის საშუალოდ 52 პროცენტს იკავებდა. შაქრით დაფარული ნანონაწილაკებით ნამკურნალევ თაგვებში კი სიმსივნის მოცულობა საშუალოდ მხოლოდ 2,3 პროცენტი იყო.

გარდა ამისა, მკურნალობამ თაგვების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც გაზარდა. 33 დღიდან 49 დღემდე.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი ამ ეტაპზე განკურნების საშუალებად არ მიიჩნევა და კვლევა მხოლოდ ცხოველებზე ჩატარდა. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი კვლევები იმის დასადგენად, რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება ეს მიდგომა ადამიანებში.

მიუხედავად ამისა, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მიღებული შედეგები იმედისმომცემია. მათი აზრით, მსგავსი ტექნოლოგია მომავალში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ გლიობლასტომის, არამედ ტვინის სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მიზანმიმართული მიწოდებისთვისაც.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბილეთის საფასურის ანაზღაურება და კომპენსაცია დაგვიანებისთვის – რა სიახლეებია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში
  • „შენ ჩემი მოუსვენარი ფაფუკა გოგო იყავი და იქნები …“ – ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის გოგოს გლოვობენ
  • “იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში” – რას ამბობს ცოტნე ანანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge