Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არც ისაა გამორიცხული, რომ სულაც რამდენიმე ნავთობკომპანიამ მიიღო მონაწილეობა ამ ოპერაციაში” – რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

August 14, 2026
“ქვეყანა დიდ სკანდალში ეხვევა” – რას წერს რომან გოცირიძე?

“აფხაზეთში საწვავი დიდმა ქართულმა( ქართულმა იურიდიულმა პირმა) ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ შეიტანა. ფიქტიურად შუამავლად რომელიღაც უცნობი შპს გამოიყენეს. ეს უკანასკნელი მალავს, თუ ვისგან იყიდა აქ საწვავი.
ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი რიგები იყო. სადა აქვს რუსეთს აფხაზეთის მომარაგების თავი.
არც ისაა გამორიცხული, რომ სულაც რამდენიმე ნავთობკომპანიამ მიიღო მონაწილეობა ამ ოპერაციაში. ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება.
დავსვათ რამდენიმე კითხვა:
1. როგორ “იყიდა” ამ უცნობმა შპს-მ საწვავი? რომელმა ბანკმა მისცა ფული( ანუ ვინ ენდო, რა გარანტიით)? თუ საწვავის განვადებით მიწოდებას დასთანხმდა აქაური ნავთობკომპანია? იცოდა აფხაზეთში რომ შეჰქონდა პროდუქტი და მაინც გარისკა? რუსეთის ჯარები რატომ გაატარებდნენ ტვირთს? სიტყვაზე ენდო ამ უცნობ ბიჭს? თანაც ეს მეწარმე ამბობს, რომ მთავრობამ არაფერი იცოდაო.
2. ვისგან დაიქირავა ეს დიდი ნავთობმზიდები ამ მეწარმემ? თუ თავად ნავთოკომპანიამ უზრუნველყო საკუთარი რესურსებიდან? იცოდა მან რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა შეეტანა საწვავი? მანქანის მძღოლებს ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა როგორც ქართული, ასევე რუსულ-აფხაზური მხარის მხრიდან? აფხაზური მანქანებით ხომ არ მომხდარა საქონლის გადატანა?
3. ეს მცირე მეწარმე როგორ მიიღებდა აფხაზეთიდან ფულს? ენგურის საზღვარზე ჩანთით თუ რუსეთიდან გადმორიცხვით?
4. ვინ იყო აფხაზეთში მყიდველი(იურიდიული პირი) და როგორ გაფორმდა ხელშეკრულება? ანგარიშსწორება ვის ანგარიშზე მოხდა? იქნებ პირდაპირ ქართული ნავთობკომპანიის ანგარიშზე? რომელი ბანკი იყო მონაწილე საქართველოს მხრიდან?
5. აფხაზეთში რომელ ნავთობბაზაში ჩაისხა საწვავი( თითქმის ყველა სანქცირებულ “როსნეფტს” ეკუთვის).
6. რომელი მსხვილი ქართული ნავთობბაზიდან მოხდა ამ მოცულობის საწვავის გადატვირთვა? რომელ კომპანიას ეკუთვნის იგი?
ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ნავთობპროდუქტების ასოციაციამაც, რომელმაც გუშინ გამორიცხა ქართული ნავთობკომპანიების მონაწილეობა ამ ოპერაციაში. პასუხი უნდა იყოს მოკლე: რომელმა კომპანიამ “მიჰყიდა” საწვავი ამ შპს-ს.
საკითხი დღესავით ნათელია: აფხაზეთში საწვავის შეტანა მოხდა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით. სხვანაირად საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელი იქნებოდა. მასში მონაწილეობდა ხელისუფლების დავალების შემსრულებელი მსხვილი ადგილობრივი ნავთობკომპანია. ეს უკანასკნელი ვერ აიცილებს სანქციებს, რადგან შემოვლითი გზით საწვავი სანქცირებულ “როსნეფტს” ან მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს მიაწოდა. აფხაზეთში ეს სფერო მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშაა” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „შენ ჩემი მოუსვენარი ფაფუკა გოგო იყავი და იქნები …“ – ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის გოგოს გლოვობენ
  • “იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში” – რას ამბობს ცოტნე ანანიძე
  • “საქართველოში რუსოფობია საყოფაცხოვრებო დონეზე არასდროს ყოფილა” – თამარ კეკენაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge