მას შემდეგ, რაც კოკა-კოლამ რუსეთის ბაზარი დატოვა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ პოპულარული გაზიანი სასმელი “ივან-ჩაით“ ჩაანაცვლოს.
ფორუმზე, სახელწოდებით “ძლიერი იდეები ახალი დროისთვის” პრეზიდენტმა კონკრეტული ჩაის სარგებლიანობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ჩაი უფრო სასარგებლოა, ვიდრე კოკა-კოლა, რომელიც ქიმიაა. რუსეთის პრეზიდენტმა “ივან-ჩაის” მწარმოებელთა კავშირის წარმომადგენელს პირობა მისცა, რომ წინადადებას ჩაის მასიური წარმოების დაწყების შესახებ, საკუთარი რეზოლუციით, რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს დაუყოვნებლივ გაუგზავნის.
ვლადიმერ პუტინმა “ივან-ჩაის“ წარმომადგენელ ხლინოვს, კიდევ ერთი თხოვნა შეუსრულა და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. პუტინმა ფორუმზე აღნიშნა, რომ მართალია, შეზღუდვები ამას შეუძლებელს ხდის, მაგრამ დარბაზში მაინც ჩავიდა და ფორუმის მონაწილეებთან ერთად რამდენიმე წუთის განმავლობაში ფოტოგრაფების წინაშე იპოზიორა.