თბილისში 78 ახალი მიკროავტობუსის შესაძენად 11.9-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა – ინფორმაციას გამოცემა bpn მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 913 720 ლარს შეადგენს, წინადადებების მიღება კი 17 აგვისტოს იწყება და 18 აგვისტოს სრულდება. მათივე ცნობით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით, ერთი მიკროავტობუსის ფასი საშუალოდ, 152 740 ლარია. სატენდერო წინადადებით, თანხაში სატრანსპორტო საშუალების ღირებულებასთან ერთად, განბაჟების, სახელმწიფო რეგისტრაციისა და 200 000 კილომეტრამდე გეგმური თუ საგარანტიო მომსახურების ხარჯებიცაა გათვალისწინებული
როგორც გამოცემა წერს, სატენდერო პირობების თანახმად, შეთავაზებული მიკროავტობუსები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი (არაუადრეს 2026 წლის გამოშვების), მარცხენა საჭით, ექსპლუატაციაში არმყოფი და განბაჟებული, ხოლო მიწოდებისას მათი გარბენი 200 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებები უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და OECD-ის წევრ ქვეყანაში, მწარმოებელს კი М2 კატეგორიის ავტობუსების გამოშვების არანაკლებ 15-წლიანი გამოცდილება მოეთხოვება
