Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რათა დროებითი შეზღუდვა მაქსიმალურად მალე მოიხსნას” – რას ამბობს რევაზ სოხაძე

August 13, 2026
“არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რათა დროებითი შეზღუდვა მაქსიმალურად მალე მოიხსნას” – რას ამბობს რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, არსებული ხიდის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისა და მოძრაობის შეფერხებების პრევენციის მიზნით, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები დროებით ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით გადაადგილდებიან.

„ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომლის მიზანია არსებულ ხიდზე მაღალი დატვირთვით გამოწვეული დაზიანებებისა და, შესაბამისად, უფრო მასშტაბური შეზღუდვების თავიდან აცილება. შეზღუდვა წლის ბოლომდე იმოქმედებს და ახალი ხიდის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მოიხსნება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალია, 60 კმ/სთ სიჩქარის რეჟიმით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილები არსებული რეჟიმით განაგრძობენ გადაადგილებას.

„გვესმის, რომ სატვირთო მოძრაობის ალტერნატიულ მარშრუტზე გადართვა გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მცხეთის მოსახლეობას და ამისთვის მათ წინასწარ ბოდიშს ვუხდი. თუმცა, ეს არის იძულებითი და დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება. ახალი ხიდის მშენებლობაზე მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს და შეზღუდვაც მოიხსნას“, — განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მოძრაობის მაღალი ინტენსივობისა და დატვირთვის პირობებში ხიდის სავალ ნაწილზე პერიოდულად წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა შეკეთებაც მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას საჭიროებს.

მსგავსი შეფერხებების პრევენციის მიზნით, 13 აგვისტოს 00:00 საათიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით გადაადგილდება. საპირისპირო მიმართულებით სატვირთო ავტომობილების, ხოლო ორივე მიმართულებით მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა არსებული რეჟიმით გრძელდება.

არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • GCCA-მა შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა
  • გომის მთაზე ავარიის დროს დაშავებულების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
  • რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო” – სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აცხადებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge