სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 517.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 668.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 21.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 849.0 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 2.4 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6 180.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.
