„ამ ეტაპზე ბაკურიანში ინფრასტრუქტურის კუთხით საკმაოდ რთული მდგომარეობაა“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, ეკა ორჯონიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარების გამო ბაკურიანის მოსახლეობასა და ვიზიტორებს დისკომფორტი ექმნებათ, რის გამოც სააგენტოს ხელმძღვანელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტებით, შეფერხებები ბაკურიანში მიმდინარე მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა შექმნა, რის გამოც, ტემპის დაჩქარების მიზნით, პროცესში დამატებითი ბრიგადები ჩაერთო. განაგრძეთ კითხვა
