ტეხასის შტატში AH-64 Apache-ს ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა – როგორც BBC აშშ-ის არმიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, “ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საგანგებო რეაგირების ღონისძიებები გრძელდება”. აშშ-ის არმიის ინფორმაციითვე, AH-64 Apache არის ორძრავიანი, ოთხფრთიანი, მრავალფუნქციური თავდასხმის ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს შეიარაღებული დაზვერვის, ახლო ბრძოლის, მოძრავი დარტყმისა და ვერტიკალური მანევრის მისიები.
