Thursday, August 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

August 12, 2026
“ამ საუბარს ჰყავს ბევრი მოწმე, თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის! გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა შეიტანა.

ექსპრეზიდენტის განმარტებით, სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი, რაც მისი შეფასებით, რუსეთის „ეკონომიკური ვასლობის“ შედეგია.

სააკაშვილი მმართველი გუნდის „მესიჯბოქსებს“ ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“ სცენარს ადარებს და განმარტავს, თუ როგორ ცდილობს, ხელისუფლება საზოგადოებაში “კოგნიტიური დისონანსის” დანერგვას.

„ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის! იქ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია. სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი. აი ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ.

ეს “რუსოფობიასთან” მებრძოლი უთავმოყვარეო მთავრობა ჩვენ რომ გვადანაშაულებს რუსეთს მიჰყიდეს ყველაფერიო, სულ გაიბლანდნენ თავის მესიჯბოქსში – რუსეთს მივყიდეთ ყველაფერი და ტურისტებს ვეფერებოდით თუ რუსეთს ვაღიზიანებდით? ორივე როგორ იყო ერთდროულად შესაძლებელი?

დაიწყევლოს მართლა ის დღე, ივანიშვილს ცოლი რომ მოუყვა ორუელზე, რომლის იდეები ასე ჩაუჯდა თავში დიქტატორს, რომ ომი და მშვიდობა, მტერი და მოყვარე ერთი და იგივეა, მიშა რუსებს უწვებოდა და თან აღიზიანებდა. ხოლო ქოცები, როგორც ცხოველთა ფერმის ერთგული მაცხოვრებლები, ისტერიულად იმეორებენ ამ ორუელურ-ივანიშვილურ კოგნიტიურ დისონანსს”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამდენ მძღოლს გაუნულდა მართვის მოწმობა საქართველოში – სტატისტიკა
  • ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს – უახლოესი დღეების პროგნოზი
  • „ვეღარაფერს ვამბობ… გონება უარს ამბობს დაიჯეროს, რომ აღარ ხარ”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge