ბერლინში ფილმ Bullet Train-ის პრემიერაზე ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი ქვედაბოლოთი გამოჩნდა.
აღნიშნულ ფაქტს ქართველი მსახიობი მაკა შალიკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ პიტს ქვედაბოლო ბევრ ქალზე მეტადაც კი უხდება.
“ბრედ პიტის “იუბოჩკამ” იმხელა ვნებათაღელვა გამოიწვია… ფეისბუქი მიაქვს მის განხილვას. მოკლედ, ბრედ პიტის “იუბკამ” დიდი ამბავი ატეხა.
არავინ იცის, რატომ ჩაიცვა მსახიობმა ქვედაბოლო. ბევრი წინაპირობაა, რაც ჩვენ არ ვიცით. ამიტომ როცა მას განვიხილავთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მიზეზი. შეიძლება შოტლანდიელს თამაშობს, როლშია და დეტალი დააკლდა. (იცინის) შეიძლება ფოტოსესია აქვს.
ბრედ პიტი ძალიან მიყვარს და ჩემი საპატიებელი არც არაფერი ჭირს, მაგრამ მე ბრედს ამ “იუბკას” ვპატიობ. ძალიან უხდება. ლამაზი ტანი და სასწაული ფეხები აქვს. ბევრ ქალზე მეტად უხდება ქვედაბოლო.” – განაცხადა მაკა შალიკაშვილმა