Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე

August 12, 2026
“ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, “ოცნების“ მიერ მოსყიდული “ნაცები“ – გიგა ფარულავა ნიკა გვარამიას განცხადებაზე

ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი“ ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის კოორდინირებული კამპანია, რომელიც გარედან იმართება.

„დიდ ყურადღებას იმსახურებს რუსოფობიური კამპანია, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის “Deep State”-ის ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთელი პოლიტიკური აქტივი, უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, NGO-ების სახით და პარტიული ტელევიზიების სახით, მათ შორის, იმიტომ რომ ისინი უზრუნველყოფენ მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს “Deep State” ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საკრუიზო გემს რომ დახვდნენ თქვენი პარტიული აქტივისტები და თქვენ რომ ამას აჟიტირებულად აშუქებდით, ეს საზოგადოების რუსოფობია კი არ იყო, ეს იყო უცხოური აგენტურის რუსოფობია, ანუ თქვენი რუსოფობია, თქვენი პარტიის რუსოფობია. ამაში საზოგადოება არ არის ჩართული.

უცხოური აგენტურა აპროტესტებს და მერე უცხოური აგენტურა მედიის სახით ამას აშუქებს. ასე იმართება რუსოფობიური კამპანია. დღესაც ეს ხდება. მაგალითად პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას აშუქებს და წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ. ანუ თქვენ ხართ ჩართული, საზოგადოება არაფერ შუაშია. ზუსტად ამას ვამბობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის და ქართული საზოგადოების კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა, მაგრამ ეს არის უცხო მოვლენა თქვენთვის. ვგულისხმობ უცხოურ აგენტურას. რაშიც იგულისხმება როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე პარტაქტივისტები, რომლებიც ბანერებით დადიან და აწუხებენ რუს ტურისტებს პლაჟზე და ამაში ხართ თქვენ ჩართული, პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები. ანუ ეს არის კოორდინირებული კამპანია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გარედან იმართება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ – ადვოკატი
  • აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
  • შეცვლილი წესები მძღოლებისთვის – რა უნდა იცოდეთ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge