Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით (და საერთოდაც, მათ მიერვე) გხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება…” – რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში

August 12, 2026
„ისეთს გადაიჩეხებით, ფეხზე ვერ ადგებით და წელში ვერ გაიმართებით ვერასდროს…“ – ვის მიმართავს ნიკა გვარამია?

“დღეს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტი, ბენზინი შედის. მისი განმარტებით, საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა არა სახელმწიფოს, არამედ კერძო ბიზნესის ინიციატივით, რაც შესაბამისობაშია ოკუპაციის შესახებ კანონთან.
საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ზოგადად კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უშუალო, არაავტორიზებული გზებით და ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კონკრეტული დარღვევებისთვის. თუმცა კანონი ითვალისწინებს გამონაკლისებსაც, როგორც წესი, ჰუმანიტარულ მიზნით და მთავრობის მიერ ავტორიზაციით.
შესაბამისად, საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წინასწარ ნებადართულ ქმედებასთან, რისი საფუძველიც და თანხმობის მიცემის დრო და დასაბუთება საზოგადოებისთვის უცნობია.
იმ ვითარების გათვალისწინებით,
რომ რუსული საომარი მანქანა მწვავედ განიცდის საწვავის დეფიციტს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები,
რომ ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხაზგასმულად და მიზანმიმართულად მიუთითებს რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობზე,
რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით, ასევე, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითველბა კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად,
ცხადი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით (და საერთოდაც, მათ მიერვე) გხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც
არღვევს საქართველოს კონსტიტუციას,
არღვევს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს,
მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას მისთვის სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტის მიწოდების გზით.
დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს,
რომელი ბიზნეს სუბიექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი
კონკრეტულად ვინ და როდის, და რა ფორმალური მიზეზით მოაწერა ხელი ამ ღალატს” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები
  • გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge