ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განმარტა, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ბენზინი თბილისიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ბიზნესმა შეიტანა.
თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც ამის შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ – აღნიშნა კობახიძემ.
ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონი. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადადიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადადიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ მათ შორის პრობლემა გვაქვს, თქვენ იცით “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც განკუთვნილია იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ართველი მოსახლეობის, არამედ აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. თუ ჩვენ შეგვიძლია შევუმსუბუქოთ მდგომარეობა აფხაზეთში მცხვორებ მოსახლეობას, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ოღონდ ჩვენ ამას გავაკეთებთ ყოველთვის ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში.
კი (ფაქტი დადასტურებულია) ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. გავიმეორებ, თუკი ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც ამის შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ”, – განაცხადა კობახიძემ.
