Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიპ სტეიტის“ პირდაპირი დავალება… ” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე

August 12, 2026
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
„საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან, უკვე 18 წელი გავიდა, თუმცა, იმ დღეების ტკივილი და მძიმე კვალი დღემდე მოუშუშებელია. აგვისტოს ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათიათასობით მოქალაქე საკუთარ სახლ-კარს მოწყვიტა და საქართველო ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. მიუხედავად გასული წლებისა, ომის შედეგები კვლავ იგრძნობა, ხოლო დაღუპულთა ხსოვნა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების ტკივილი ჩვენი საზოგადოების საერთო მეხსიერებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად რჩება.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც საქართველოში „დიპ სტეიტის“ აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს დგამდნენ ან დგამენ დამოუკიდებლად. რეალურად, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიპ სტეიტის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.
შედეგად, მივიღეთ „დიპ სტეიტისთვის“ სასურველი, ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის კი ტრაგიკული მოცემულობა – ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, 30 ათასამდე იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ასზე მეტი ქართული დასახლება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ერებს შორის გაღვივებული შუღლი.
მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც, რა თქმა უნდა, „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებას მოითხოვს
  • “ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს…” – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე
  • კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge