მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი დააჯარიმა – საჯარიმო დოკუმენტის მიხედვით ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა
“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 10 აგვისტოს წერილიდან ირკვევა, რომ დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2026 წლის 10 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები) პირობები. კერძოდ
, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების
ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის
განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის წერილით, დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 07 აგვისტოს (19:58 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა,”- ნათქვამია საჯარიმო ინფორმაციაში.
დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისიდან დაიწყო.
