წელს რუსეთიდან 20 254 000 მილიონი დოლარის ღირებულების ცოცხალი ღორი შემოვიდა – ინფორმაციას BPN სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იმპორტირებული ცოცხალი ღორების 100% სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. 2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ ექვს თვეშიც საქართველოში შემოყვანილი ცოცხალი ღორების 100% რუსეთზე მოდიოდა.
წინა წლებში ცოცხალი ღორები საქართველოში, რუსეთის გარდა – დანიიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან და ბულგარეთიდან შემოდიოდა.
