სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება – BPN 2026-2027 წლების საგზაო უსაფრთხოების ახალ სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
„იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვით, საწყის ეტაპზე, სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება,“ – წერია დოკუმენტში. ახალი სტრატეგია ბავშვთა სავარძლების გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებასაც ითვალისწინებს.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
