Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

August 11, 2026
მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელისაშვილის პიროვნების, მისი პოლიტიკური კუთვნილების, უკანასკნელ წლებში მმართველ პარტიასთან მისი სისტემატური კონფლიქტის და სხვა კონტექსტუალური გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ელისაშვილის გამტყუნება ტერორისტული აქტის და არა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, შესაძლოა, მოხდა იმის გამო, რათა სამაგალითოდ დასჯილიყო პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი და, ამასთანავე, ჩრდილი მიჰყენებოდა, როგორც საკუთრივ ელისაშვილის პიროვნებას, ისე იმ პარტიას, რომლის წევრიც ის არის, და უფრო ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მთელ პროდასავლურ ოპოზიციას.

„2026 წლის 10 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 323-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში და სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. განაჩენის მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა ტერორისტული მიზნით.

სასამართლოს განაჩენის სამართლებრივი ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაასაბუთა ტერორისტული მიზნის არსებობა. შესაბამისად, მის მიმართ სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა კონვენციური უფლებები; ეს გარემოება წარმოშობს საფუძველს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან იგი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებები – მოწმეთა ჩვენებები, ამოღებული ვიდეომასალა და ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა უტყუარად ადასტურებს, რომ სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი. მეტიც, თავად ელისაშვილმაც დაადასტურა, რომ სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობას ბენზინი დაასხა მისი გადაწვის მიზნით. განაჩენის მთავარი სამართლებრივი პრობლემა, შესაბამისად, არა ცეცხლის წაკიდების მცდელობის ფაქტის დამტკიცებაში, არამედ ამ ქმედების ტერორისტულ დანაშაულად კვალიფიკაციაში მდგომარეობს.

სასამართლოს განაჩენიდან ირკვევა, რომ ელისაშვილი უკმაყოფილო იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებითა და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობით.
განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბარამიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ვერცერთი პარტიული ტელევიზია ვერ ბედავს ამაზე ღირსეული კომენტარის გაკეთებას” – ირაკლი კობახიძე
  • “არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს ” – როგორ შეაფასა პრემიერ – მინისტრმა ნიკოლოზ რაჭველის განცხადება
  • “ჩვენი ომის, ამ შინდისის ბიჭების გმირობის შემდეგ, ეს უსირცხვილოები, ეს ნაძირალები დაუთბნენ მტერს, მიყიდეს ობიექტები…” – რას აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge