Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

იმერეთის პოლიციამ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

August 11, 2026
ბორჯომი-თბილისის გზაზე 10 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა

იმერეთის პოლიციამ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“.

გამოძიებით ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან გადმოვარდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “ვიდრე ეს ძალები იქნებიან მთავარი ოპოზიციური ძალა, მანამდე „ქართული ოცნება“ და მმართველი ძალა განწირული იქნება გამარჯვებისთვის” – მიხეილ ყაველაშვილი
  • “დასტურდება, რომ ალეკო ელისაშვილის საქმეში არ ფიგურირებს არანაირი ტერორიზმის ბრალი, ეს არის გამოგონილი, მხოლოდ პროპაგანდაზე ორიენტირებული ბრალდება” – ირაკლი კუპრაძე განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge