Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

August 11, 2026
თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზაზე 21.3 კმ-იან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია უტარდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძე და მისი მოადგილე, გიორგი გრიგალავა.

„ეს გზა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტია და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.

არსებული საგზაო საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა. თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზა უერთდება კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას და წარმოადგენს თბილისთან უმოკლეს დამაკავშირებელ მარშრუტს.

უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე ადგილობრივი გზების შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა. გარდა ამისა, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები — საგზაო ნიშნების განთავსება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 32.4 მილიონ ლარამდეა და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს და მათი დასრულება იგეგმება 2027 წელს.

დეპარტამენტი განაგრძობს სამუშაოების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის ხარისხიანად და დროულად განხორციელება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბიზნესმენის მკვლელობის საქმე – ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია
  • მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები – გიორგი ღონღაძე
  • ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge